ქედაში ახალი ხიდი შენდება

11 აგვ 2021

ქედის მუნიციპალიტეტში 72 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრი სიგანის ხიდი შენდება. ამ ეტაპზე საყრდენი ბურჯების მოწყობის სამუშაოები სრულდება.

ახალი ხიდით სოფელ აბუქეთის, კანტაურისა და ტიბეთის მოსახლეობა ისარგებლებს. იგი სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტზე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.