აჭარაში კორონავირუსის 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

11 აგვ 2021

აჭარაში კორონავირუსის 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონში გამო  კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 279 პაციენტი, გარდაიცვალა 1.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 862 პაციენტი, მათგან მძიმეა 134-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 22.

ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს 1 298 პირი, საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული 5, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 433.