ცესკოს თავმჯდომარისა და აშშ-ის ელჩი მოადგილის შეხვედრა

10 აგვ 2021

საარჩევნო გარემო და გამოწვევები განიხილეს ცესკოს თავმჯდომარემ და აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.

პიტერ ვიბლერმა ახალ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს საქმიანობის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკული მხარე მზად არის საარჩევნო პროცესს აქტიურად დააკვირდეს, სადამკვირვებლო მისიები საქართველოს წელსაც ეწვევიან.