83-მმა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო

10 აგვ 2021

თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი ხერთვისის ციხეზე დადეს.   ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. 

ფიცის დადებამდე საწყისი საბრძოლო მომზადების რვაკვირიანი პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ახალ ცენტრში გაიარეს.

ასევე შეისწავლეს   სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური   გადამზადების კურსები.