დაღუპული გმირების პატივგება - 13 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვ 2021

2008 წლის აგვისტოს ომში 10 მებრძოლი გმირულად დაიღუპა ქობულეთიდან.  დღეს, გმირების მემორიალი სოფელ ცეცხლაურში აჭარის მთავრობის წევრებმა ყვავილებით შეამკეს.

რუსეთ-საქართველოს ომში ცეცხლაურიდან და ჯიხანჯურიდან ამირან შაინიძე, ვაჟა შაინიძე, გიორგი შაინიძე, ომარ ასლანიძე და  გიორგი ქათამაძე დაიღუპნენ. ჯამში ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის ომში სულ 445 ჯარისკაცი იბრძოდა.