დიასპორის წარმომადგენლების ონლაინ-ვებინარი

08 აგვ 2021

საქართველო-რუსეთის ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით ონლაინ-ვებინარი გაიმართა.

მონაწილეებს, მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების და იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ, რაც საქართველოს აქვს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.