სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოწოდება რუსეთს - 13 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვ 2021

აგვისტოს ომის 13 წლისთავზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ნედ პრაისის თქმით, სოლიდარული არიან საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ელოდებიან ხალხის გაერთიანებას.