სახელმწიფო დროშები დაშვებულია - 13 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვ 2021

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

მათ შორის, პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.