მასობრივი ვაქცინაციის პროცესი

07 აგვ 2021

აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნაში ვაქცინაციის პროცესი. საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვნენ.

უწყების ინფორმაციით აჭარაში დასაქმებულთა 95% უკვე ვაქცინირებულია. ამ დროისთვის რეგისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ფაიზერის,  ასტრაზენეკას,  სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინა. დღის განმავლობაში საშუალოდ  23 ადამიანი იტარებს აცრას, ბოლო მონაცემებით ვაქცინირებულთა რაოდენობა 607 ათასს აღწევს.