ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს

07 აგვ 2021

საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მტკიცედ უჭერს მხარს ლატვიაც – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აცხადებენ, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მისი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციით. ლატვია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.