საქართველოში მიწისძვრა მოხდა

06 აგვ 2021

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი დმანისის სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

ბიძგები 19:25 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ კი 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.