სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება

06 აგვ 2021

კოალიციური სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება ''მტიკე სული 2021''-ის ფარგლებში, სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა კომბინირებული წვრთნა გამართეს. უწყების ინფორმაციით,  მრავალეროვნული სწავლების ისტორიაში მსგავსი მასშტაბური სწავლება პირველად ჩატარდა.

კომბინირებულ ოპერაციაში, სახელწოდებით - მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ობიექტის გათავისუფლება და დაკავება, ქართული და ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი მეომარი“ და ,,ოშკოშა'', ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი ,,იროკეზის'' ტიპის ვერტმფრენი იყო ჩართული.