წიგნების კუთხე სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში

05 აგვ 2021

მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების კუთხე გაიხსნა. ქართული და ინგლისურენოვანი ლიტერატურა სარეაბილიტაციო ცენტრს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ორგანიზებით გადაეცა. ღონისძიებას აშშ-ის საელჩოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები დაესწრნენ.