05 აგვ 2021
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად გამწესებულმა გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში არ ჩამოსულა. რატომ არ იმყოფებოდა ანონსის მიუხედავად ცერემონიალზე სალომე ზურაბიშვილი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდათ მმართველი გუნდის წევრებს.