ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტომობილი ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

04 აგვ 2021

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ე.წ. ბოთლის წყალთან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს დანარჩენი მგზავრების სამძებრო სამუშაოები.