აშშ აპირებს საქართველოს ჯაველინის რაკეტები მიჰყიდოს

04 აგვ 2021

ამერიკა გეგმავს საქართველოს ჯაველინის რაკეტები მიჰყიდოს. აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ტექნიკის ღირებულება 30 მილიონი დოლარია.

სააგენტოს განცხადებით, აღჭურვილობის შეთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს არ შეცვლის.

საქართველომ ამერიკისგან 82 ჯაველინის-148 რაკეტისა და 46 ჯაველინის გამშვები დანადგარის შესყიდვა მოითხოვა.