ცნობილი ენათმეცნიერი 95 წლის მზექალა შანიძე ''ფაიზერის'' ვაქცინით აიცრა

04 აგვ 2021

ცნობილი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფაიზერის ვაქცინით აიცრა.

95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

როგორც მზექალა შანიძე ამბობს, კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა და გამოსავალს ახლაც იმუნიზაციაში ხედავს.

საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით.