23 წლის ქალის გატაცების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

03 აგვ 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით 4 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს