ხვალიდან "ფაიზერის" ადმინისტრირება მოხდება დიდ სივრცეებში და პოლიკლინიკურ დაწესებულებებში - ამირან გამყრელიძე

03 აგვ 2021

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან "ფაიზერის" ადმინისტრირება მოხდება დიდ სივრცეებში და ასევე პოლიკლინიკურ დაწესებულებებში.

მისივე განცხადებით, დღეს "ფაიზერზე" დაახლოებით 166 ბრიგადა მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"უკვე ყველა მუნიციპალიტეტში 2-3-ის გამოკლებით დაშვებულია რაიონულ ცენტრებში "ფაიზერის" გაკეთება. რაც შეეხება სოფლებში მობილური ბრიგადების მობილიზებას, ამაზე მუშაობს შესაბამისი სტრუქტურები და ეს გადაწყვეტილებაც მალე მიიღება"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.