ხანძარი თურქეთში

02 აგვ 2021

თურქეთის 32 პროვინციაში ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობაში უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან გაგზავნილი თვითმფრინავები ეხმარებიან. ევროკომისიამ თურქეთის მიმართულებით 3 საჰაერო ხომალდი გააგზავნა ესპანეთიდან და ხორვატიიდან. ქვეყანაში სტიქიას უკვე მე-5 დღეა, ებრძვიან. ტურისტულ კურორტებზე ცეცხლის 100-ზე მეტი კერა ფიქსირდება. ევაკუირებულია ასობით ადამიანი, რამდენიმე დაღუპული 500-ზე მეტი კი დაშავებული. თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო ტელეფონით ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.