მზადება საანგარიშო კონცერტისთვის

21 ნოე 2016

ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი  საანგარიშო კონცერტისთვის ემზადება. საღამოზე  ქართველი კომპოზიტორების 20-მდე ნაწარმოებთან ერთად, პირველად  ბათუმელი კომპოზიტორის ტარიელ დარჩიას ახალი საგუნდო ნაწარმოები ,,შავჩოხიანი’’ შესრულდება. საანგარიშო კონცერტი 24 ნოეომბერს,  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლაში გაიმართება.