ცესკოს ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

02 აგვ 2021

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს, 2 აგვისტოს გაიმართა. გიორგი კალანდრიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.

ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყარა კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.