5-6 ივლისს მომხდარი მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა

02 აგვ 2021

"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივით, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.   

დეპუტატები ინიციატივის მთავარ მიზნად არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემას და მომხდარის ორგანიზატორების გამოვლენას მიიჩნევენ.

საპარლამენტო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ თვლის უმრავლესობა.