დაკავება დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე

02 აგვ 2021

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება  2 მილიონ  ლარს აღემატება.

გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.