02 აგვ 2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა.
„ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ. ეს არის ინიციატივა, რომელიც ეხება სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხებს მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები.
ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელსაც უკვე დავიწყებთ და დღეს ოფიციალურად გამოვიტანთ ამ პროგრამას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.