საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

01 აგვ 2021

დაბა ქედაში, #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. მოხდება ფასადის შეკეთება, გათბობის სისტემის მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია 255 ათას ლარად ახორციელებს და ის ახალი სასწავლო წლისთვის უნდა დასრულდეს.