01 აგვ 2021
ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა.
მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, მას თავს დაესხნენ.