ინფრასტრუქტურული სამუშაოები

29 ივლ 2021

შუახევის მუნიციპალიტეტში, ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით 2 215 მეტრ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა. 

ამ ეტაპზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  რეაბილიტირებული საავტომობილო გზა ჭვანისა და ბარათაულის თემს უკავშირდება. ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს.