ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

29 ივლ 2021

ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში ვაჟთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ვარლამ ლიპარტელიანი იაპონელ აარონ ვოლფს დაუპირისპირდება. ძიუდოში ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 12:00 საათიდან აიღებს და ქართველი ძიუდოისტის ბრძოლა განრიგით მე-8 იქნება.

ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში ეგვიპტელ რამადან დარვიშს სამი გაფრთხილებით მოუგო.

მესამე წრეში 32 წლის ძიუდოისტი კანადელ შადი ელნაჰასს დაუპირისპირდა, რომლსაც მე-3 წუთის დასაწყისში ვაზარი აუღო და შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე კი მე-2 ვაზარი მიითვალა, რაც ავტომატურად იპონში გადიაზარდა.