შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

29 ივლ 2021

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს - ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ საფრანგეთში გაიმართა.