ბულგარულ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია

28 ივლ 2021

ბულგარულ და ქართულ ენაზე პირველი ორენოვანი ლექსიკონის   პრეზენტაცია გაიმართა აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში. ლექსიკონი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის.  გარდა ამისა ბიბლიოთეკაში მისულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება, დაათვალიეროს ბულგარული ანბანის  და ისტორიის გამოფენა, რომელიც 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.