“ბატე” VS ბათუმის “დინამო” - მატჩი ხვალ გაიმართება

28 ივლ 2021

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ბატესა" და „დინამო" ბათუმს შორის სტუმრად, ბელარუსში, ხვალ თბილისის დროით 22 საათზე გაიმართება.

უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე შვეიცარიის წარმომადგენელი არბიტრები იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში დინამო საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა.