სახალხო დამცველი: “საგანგაშო ვითარებაა, მედიაზე თავდასხმამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო”

28 ივლ 2021

სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურასა და შსს-ს, დროულად მოახდინონ რეაგირება ჟურნალისტების მიმართ 5-6 ივლისს და შემდეგ პერიოდში გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რასაც საგანგაშოს უწოდებს ნინო ლომჯარია.

მისივე შეფასებით, ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ. ომბუდსმენი ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა მსგავს შემთხვევაზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება არ ხდება.

ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი მედიაგარემოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს. „სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ჟურნალისტების, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი პირების უფლებები და მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.