უამინდობა 29 ივლისის დილამდე შენარჩუნდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

27 ივლ 2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივლისის დილამდე საქართველოში ნარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონის შემდგომი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.