ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალშია

27 ივლ 2021

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე კრივში ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა. 69 კილოგრამ წონით კატეგორიის  მერვედფინალში საქართველოს ნაკრების წევრმა მადიევმა უგანდელი შადირი ბვოგი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე მადიევი ზამბიელ სტეფან ზიმბასა და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრის ანდრეი ზამკავოის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს.