უამინდობის გამო, კიევი-ბათუმის თვითმფრინავი თბილისში ჩაფრინდა

27 ივლ 2021

კიევი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისში დაჯდა. მიზეზი ძლიერი წვიმა და ნისლი გახდა. მგზავრები რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის აეროპორტში იმყოფებოდნენ.

 დაგეგმილი იყო რეისი ბათუმიდან-კიევის მიმართულებით, თუმცა აღნიშნული ფრენაც დაგვიანებით შესრულდება. 

აეროპორტში აცხადებენ, რომ რამდენიმე წუთის წინ თვითმფრინავი ბათუმისკენ გამოფრინდა.  რაც შეეხება სხვა ქვეყნების მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, შეფერხება არ დაფიქსირებულა.