მოქალაქეები ვაქცინის გაკეთებას დღეიდან „მეტრო სითისა“ და „ბათუმი მოლშიც“ შეძლებენ 

27 ივლ 2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია „მეტრო სითისა“ და „ბათუმი მოლში“ იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის ელექტრონული ჯავშანი საჭირო არ არის.

ვაქცინაციის პროცესი დღეს 14:30 საათზე დაიწყება.

წინასწარი ჯავშნის გარეშე მოქალაქეები ჩინური ვაქცინით იცრებიან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ე.წ. ცოცხალი რიგები მოქმედებს. 

აჭარაში ვაქცინა გაიკეთა 44 784 მოქალაქემ, აქედან ''ფაიზერი'' - 6524, ''ასტრაზენეკა'' - 6928 ''სინოვაკი'' - - 13 004 ''სინოფარმი'' - 18 328.