დაკავება ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის

27 ივლ 2021

11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი  თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ერთი  „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო  მეორე „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ.დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“ და აქტიური კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან.