ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა - რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია 

27 ივლ 2021

ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც გადაადგილება შეფერხებულია. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი და ხიდი დააზიანა.

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორივე მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.