აჭარაში კორონავირუსის 224 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

26 ივლ 2021

26 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი კიდევ 224 ადამიანს დაუდასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის 497 აჭარაში. მძიმე პაციენტია 70, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 5 პირი.

1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 523- აჭარაში. 16 546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 8.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 078, პირი, აჭარაში - 2 861.