დიმიტრი ჭეიშვილი სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა

24 ივლ 2021

გიორგი გახარიას პარტიის წევრს დიმიტრი ჭეიშვილს წვრილმანი ხულიგნობისთვის 550 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიმართ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დიმიტრი ჭეიშვილი ქართული ოცნების წევრი იყო, თუმცა იგი, პარტიის ინფორმაციით, შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო გარიცხეს.