საქართველო “წითელი ქვეყნების” სიაში

24 ივლ 2021

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო "წითელი" ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება.

საელჩოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში.