კოვიდვითარება და ვაქცინაციის ნელი ტემპი

24 ივლ 2021

ამ წუთებში იწყება  ფაიზერის 500 ათასს დოზაზე რეგისტრაცია, რომელიც ქვეყანაში გუშინ შემოვიდა, ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია, თუმცა ფაიზერის წინა რეგისტრაციაზე ყველა დოზაზე 1 საათში მოხდა რეგისტრაცია და ყველა გამოკითხვით მოსახლეობაში ეს აცრა ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 617 ახალი დადასტურებული შემთხვევა.აქედან აჭარაზე 236 მოდის. გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი. რაც შეეხება გარდაცვალებას დღეს დაფიქსირდა 9 შემთხვევა.. დღეს იუნისეფის ინიციატივით ტურისტული სექტორის ვაქცინაციაც უნდა მოხდეს.