13 ივლ 2021
მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქებისას პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
"რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.
დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს. შესაბამისად, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, - წერს ნინო ლომჯარიამ.
ცოტახნის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა დღეს სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მისი ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილებისგან ინტერვიუს აღებას ცდილობდა, შემდეგ კი სახლს და ეზოს კადრებს ფარულად უღებდა.