27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

23 ივლ 2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.