გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი მელიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს

23 ივლ 2021

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, ვის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად. წინასწარი ინფორმაციით, ეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება. პარტიათა შორის კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

ახლა ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი მმართველი გუნდის კანდიდატის დამარცხებაა, რასაც, როგორც თავად ამბობენ,  ერთიანობით მიაღწევენ.