ვაქცინაციის დამატებითი კაბინეტები სამხედრო ბაზებზე

23 ივლ 2021

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები შეიქმნა. "კრწანისის" ლაზარეთის შენობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ.

თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისშიც.