ბათუმის “დინამო” ბორისოვოს “ბატესთან” დამარცხდა

23 ივლ 2021

საქართველოს ჩემპიონის შემდეგ უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიცე-ჩემპიონიც დამარცხდა - დინამო ბათუმმა ბორისოვოს ბატესთან მინიმალური ანგარიშით -  0:1 წააგო. შეხვედრას 10 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

დამარცხდა საქართველოს ჩემპიონი თბილისის დინამოც, რომელმაც თბილისში ჰაიფას მაკაბისთან 1:2 წააგო.

საპასუხო შეხვედრები 29 ივლისს გაიმართება.