მერკელი კოვიდშეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს

22 ივლ 2021

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო გერმანიის ხელისუფლება COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით უფრო მკაცრ ზომებზე მსჯელობს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა   განაცხადა. მერკელის  თქმით, საუბარია "დელტა" შტამით ინფიცირების რიცხვის ზრდაზე.  სავარაუდო ზომებს კანცლერი რეგიონალურ პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილავს, რომელიც ქვეყანაში წყალდიდობასთან დაკავშირებით იგეგმება. კანცლერმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა .