ვაქცინაციის დაბალი ტემპი

22 ივლ 2021

ყველა დაკარგული დღე იქნება რისკის შემცველი- ასე ეხმიანება იმუნიზაციის საბჭოს წევრი და  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი,  მასობრივი იმუნიზაციის  პროცესს. ივანე ჩხაიძის განცხადებით, სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში 8 ნახევარი % არის ორჯერადად ვაქცინირებული, ამ ტემპით კი ქვეყანა ეროვნულ  გეგმას ვერ მიაღწევს. 

ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად  , ვაქცინების მიმართ, ადამიანების დამოკიდებულებას ასახელებს. 

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ მსგავსი მიდგომით,  ინფიცირებულთა რიცხვი არ შემცირდება. ვირუსისგან ბავშვების დაცვის ერთადერთ საშუალებად  მან სწორედ  ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია დაასახელა.